შოკოლადი

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

воскресенье, 8 марта 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
ჩვენი ნაშრომები წარვადგინეთ,  გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაცია. ყველა თემა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი ახალი, საინტერესო  ინფორმაცია მივიღე.
ზოგადად ამ ტრენინგის ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგად ვიმუშავე, ბევრი შევიძინე. სიამოვნებით გავაგრძელებ მუშაობას.

суббота, 7 марта 2015 г.

მერვე დღის რეფლექსია.

გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. შევიტანეთ შეფასების ინსტრუმენტები, საბაზისო უნარ-ჩვევები და სასწავლო პროცედურები. განვათავსეთ ჩვენი საქაღალდე ბლოგზე. ვისწავლეთ ვიდეოს დადება ბლოგზე.
 გავეცანით პრეზენტაციას,,ინდივიდუალური გასხვავებები სწავლების დროს''.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი და არომატული ცხელი შოკოლადი

воскресенье, 1 марта 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია.

ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე,  დავასრულეთ. დავდეთ ბლოგზე.  მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკის ადაპტაცია.

суббота, 28 февраля 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოდული 3. კავშირები. 
აქტივობა2. რა არის საავტორო უფლებები?  საავტორო უფლებების შესახებ გავარჩიეთ ნებართვის წერილი, პოსტერის დამოწმება, საავტორო უფლებების ანბანი, 
ვისწავლეთ ნამუშევარზე კომენტარის გაკეთება,  გაზიარება და ჩასწორების უფლებების მიცემა,  დავიწყეთ ახალი პრეზენტაციის მომზადება,,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი''.

воскресенье, 22 февраля 2015 г.

                    მეხუთე დღის რეფლექსია

ეფექტური პრეზენტაციის მომზადების შესახებ მოვისმინეთ პრეზენტაცია.
ჩემ პროექტზე მოვამზადე პრეზენტაცია, ჩავსვი ტექსტი- თემის მიზანი, შედეგი.
ვიმუშავეთ ბლოგზე. მომზადებული პრეზენტაცია გადავიტანეთ დისკზე, მოვახდინეთ კონვერტაცია. ბლოგზე ჩავსვით მომზადებული პრეზენტაცია.  ბლოგზე დავამატეთ გამოკითხვა.

суббота, 21 февраля 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ  სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე მუშაობა. მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების ფორმულირება მოვახდინეთ,  გავიაზრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩვენი თემებისთვის შევადგინეთ ასეთი კითხვები, შევავსეთ დროში  გაწერილი შეფასების გეგმა.